ამბავი იოს წიგნების შესახებ

როგორ გაჩნდა იოს წიგნების იდეა?

წიგნებს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ჩვენს ოჯახში. ყოველთვის გვაინტერესებდა და გვიყვარს ახალი და განსხვავებული წიგნების აღმოჩენა სხვადასხვა გამომცემლებისა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. დღევანდელი ტექნოლოგიური მიღწევების წყალობით შესაძლებელი გახდა წიგნებზე წვდომა მსფოლიოს ნებისმიერ კუთხეში.გვინდა ეს მრავალფეროვნება და აღმოჩენის სიხარული სხვა ოჯახებსაც გავუზიაროთ - ამიტომ დაიბადა იოს წიგნების იდეა

რატომ წიგნები ბუნებაზე?

ალექსანდრამ და იოანემ იციან, რომ ბუნება ცოდნის დიდი წყაროა. პატარაობიდანვე ბუნებაზე დაკვირვება, შესწავლა და დაფასება წინაპირობაა ძლიერ ადამიანად ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამიტომ არჩევანი გავაკეთეთ წიგნებზე, რომლებიც ბავშვებს ეხმარება ბუნების სამყაროსთან დაახლოვებაში.

რატომ უსბორნე?

Usborne's Peep Inside-ის სერია უბიძგებს ბავშვებს, გამოიკვლიონ სამყარო მხიარულად . ეს წიგნები აჩენენ ცნობისმოყვარეობას, ამავდროულად არის გასართობი და საგანმანათლებლო. გარდა ამისა, ისინი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია - ილუსტრაციებიდან და დიზაინიდან დაწყებული ფერისა და დეტალების გამოყენებამდე. ჩვენს ოჯახს ძალიან უყვარს ეს წიგნები. თუმცა ჩვენ ასევე ვგეგმავთ ჩვენი წიგნების კოლექციის გაფართოებას სხვა გამომცემლებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მომხმარებლები სიამოვნებით შეისწავლიან იოს წიგნების სათუთად შერჩეულ კოლექციას მთელი მსოფლიოდან!